Thursday, April 1, 2010

მარცვლეული მცენარეები

1 პროექტის სახელი: მარცვლეული მცენარეები ( ხორბალი, მზესუმზირა)
२. პროექტის მოკლე აღწერა: მოსწავლეები ირჩევენ დასათესი მარცვლეული მცენარეების თესლებს (ხორბალი, მზესუმზირა), მოსწავლეები იკვლევენ მარცვლეული მცენარეების დათესვის, აღმოცენებისა და ზრდის პროცესებს, გამოიკვლევენ რა დროს ხდება მარცვლეული მცენარეების დათესვა, რა ხელშემწყობი პირობები სჭირდება მარცვალს გაღვივება - აღმოცენებისათვის, მოსწავლეები იკვლევენ სხვადასხვა ფაქტორების ( განათება, მორწყვა, ტემპერატურა ) გავლენას თესლის კარგად გაღვივებასა და ზრდაზე
.პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები ირჩევენ მარცვლეულ მცენარეებს დასათესად, მოიძიებენ მასალას როდის და როგორ ხდება ხორბლის და მზესუმზირას დათესვა, ჩაინიშნავენ დათესვის თვესა და რიცხვს,დაიწყებენ დაკვირვებას, როდის აღმოცენდება მცენარე პირველად, მცენარის რა ნაწილი გამოჩნდება, შემდეგ დააკვირდებიან ზრდის პროცესს.
ერთდროულად ფანჯრის რაფაზეც ექნებათ ნათესი და კარადაში , სადმე ბნელ ადგილზეც।
მოსწავლეები აგრეთვე გაიხსენებენ, ამ მცენარეების სახელებს თუ შეხვედრიან პოეზიასა და ხელოვნებაში। შეადგენენ მცენარის განვითარების ცხრილს, დააკვირდებიან ზრდის ტემპებს და სხვადასხვა ფაქტორების გავლენას მასზე.
4. მონაწილეთა ასაკი: - 7წ.
5. ვადები:- 4კვირა.
6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: ამ მცენარეების შესახებ ინფორმაციის მოპოვება, დახასიათება, მონაცემების შეტანა ცხრილში, ხელოვნების ამსახველი სურათების, ლექსების მოძიება.
7. მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები შეისწავლიან თუ როდის ხდება მარცვლეული მცენარეების დათესვა, რა გარემო ფაქტორები მოქმედებს თესლის აღმოცენებასა და განვითარებაზე, მოსწავლეები ჩანაწერების მიხედვით შეადგენენ ცხრილს.
8. სარგებელი სხვებისთვის: პროექტის განხორციელების შედეგად მოსწავლეებს ჩამოუყალიბდებათ გარე სამყაროზე დაკვირვების უნარი, გააცნობიერებენ, თუ რა ფაქტორები ახდენენ გავლენას მცენარეების ზრდა - განვითარებაზე, ისწავლიან მცენარეებზე და ნათესებზე ზრუნვას. განუვითარდებათ ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული კვლევითი ინფორმაციის, მოძიების, თანამშრომლობის უნარ-ჩვევები.
9. სამუშაო ენა: ქართული.
10. მონაწილეები სხვა სკოლებიდან: 124საჯარო სკოლა
11.საგნებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ამ პროექტის განხორციელებით მოსწავლეები შეძლებენ საგანთა შორის კავშირის დამყარებას ( ბუნებისმცოდნეობისა მშობლიურ ენასა და ხელოვნებასთან ), გაიხსენებენ რომელი მხატვრის შემოქმედებაში შეგვხვდა ეს მცენარეები, რა თქმულებები, რა ხალხური შემოქმედების ნიმუშებია ჯეჯილსა და პურის ყანაზე შექმნილი.
12. პროექტის ფასილიტატორი: მანანა ბასილაშვილი.
13. ფასილიტატორის ელ - ფოსტა: 1960janvier@gmail.com
14. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: 1960janvier.blogspot.com/